| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მოსწავლეებმა სკოლის კარი სიხარულით შეაღეს და სასკოლო ცხოვრებას, პედაგოგებთან ერთად, დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით დაუბრუნდნენ. ამაზე კი სკოლის დირექციამ, დირექტორის - ლეილა ბათურაშვილის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულად იზრუნა. გაიმართა საზეიმო მიღება. სწავლის დაწყების დღე მოსწავლეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
სკოლის დირექტორმა ლეილა ბათურაშვილმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„შესანიშნავი ენთუზიაზმით და შემართებით დაწყებული ახალი სასწავლო წელი, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში. გილოცავთ, კიდევ ერთხელ, წარმატებული სასწავლო წელი ჩვენს მოსწავლე- ახალგაზრდობას“,- ვკითხულობთ დირექტორის გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ