სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ გავხდეთ უკეთესი მასწავლებელი? - რას ამბობს უცხოური კვლევები
26-09-2023
-
+


მასწავლებლობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მასწავლებლები, რომლებიც აგრძელებენ პროფესიულ ზრდას, არასოდეს წყვეტენ სწავლას. ამ პროფესიისთვის განვითარებისკენ სწრაფვა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. თაობათა და ჟამთა სვლა, სწორედ განათლებასთანაა პირდაპირ კავშირში, შესაბამისად პედაგოგებს მუდმივად უწევთ მოერგონ სიახლეებს და ჰქონდეთ მიზანი - გახდნენ უკეთესი მასწავლებლები.

როგორ უნდა გახდე უკეთესი მასწავლებელი? - ამისთვის უცხოელი მკვლევარები 2 ძირითად რჩევას გთავაზობთ.

  • უკუკავშირის დამყარება

მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეებთან უკუკავშირის დამყარება. სწორედ, ურთიერთობიდან იწყება, ყველა პრობლემის აღმოფხვრაც და დასახული მიზნების მიღწევაც, მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების საჭიროებების აღმოჩენა, მათი აქტიურობა, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, მათი კრიტიკის მიღებაც კი, რადგან ეს ნათელს გახდის, რომ მიდგომებია შესაცვლელი. მაშინ, როცა მასწავლებელი ერგება მოსწავლის ინტერესებს და მათ შორის სანდოობის მაღალი მაჩვენებელია, მყარდება ჯანსაღი კომუნიკაცია და უკუკავშირი. 

  • მიკერძოების თავიდან აცილება

მიკერძოებამ, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსწავლეებზე. ეს ყველაზე რთულია, მაშინ, როცა იძენს, არაცნობიერ ფორმას. მიკერძოებული მასწავლებელი, ყოველთვის კარგავს მოსწავლეების ნდობას, მეტიც, ხშირად მოსწავლეების უთანხმოების მიზეზიც კი ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანიa, რომ პედაგოგი იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და ჰქონდეს მოსწავლეებისადმი თანაბარი მიდგომები.

რასაკვირველია, პედაგოგობა გაცილებით მეტი გამოწვევის წინაშე დგას. მასწავლებლებს სასკოლო ცხოვრებაში, ყოველდღიურად, მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, თუმცა მთავარი ფაქტორი - სანდოობა, მოსწავლეების ნდობა მათი პროფესიული წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ მოსწავლეებთან ურთიერთობა და წარმატებული თაობის აღზრდა მეტყველებს პედაგოგის პროფესიონალიზმზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება