| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

1-ელ სექტემბერს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მილოცვას:
ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან, თავგადასავლებითა და შესაძლებლობებით სავსე ეტაპზე.
მჯერა, სკოლებში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში კიდევ უფრო გაიღრმავებთ, მომავალში კი თქვენი პროფესიონალიზმითა და დიდი შემართებით დაიწყებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას!
თითოეულ თქვენგანს გიწვდით მეგობრობის ხელს და გირჩევთ, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და შეეცადოთ, აქციოთ ისინი შესაძლებლობებად. ეს არის წარმატებისა და წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.
პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა