სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა მასწავლებელს 500 ლარიანი დანამატის მიღება შეეძლება - რა უნდა გააკეთოთ დამატებითი ანაზღაურებისთვის
24-08-2023
-
+


აჭარის საჯარო სკოლის პედაგოგებს საშუალება ექნებათ, დამატებით 500 ლარი მიიღონ. როგორც მთავრობის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აღნიშნულ დანამატს ის პედაგოგები მიიღებენ, რომლებიც სკოლაში ახალ და ინოვაციურ პროექტებს დაგეგმავენ და დანერგაენ. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნას ცალე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა 300 000 ლარი იქნება.

ყველა მასწავლებელი, რომელიც დანერგავს ახალ, ინოვაციურ პროექტებს შესაბამის საჯარო სკოლაში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გარდა უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების და ლექტორების გარდა, საჯარო სკოლების მასწავლებლებიც ისარგებლებენ და სრულად დაუფინანსდებათ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.

იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი მომავალი თაობის განთლების ხარისხზე“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება