| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალი სასწავლო კურსი „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ დაიწყო. პროგრამა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და სექტემბრის დასაწყისში KIU-ში განხორციელდება.
კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ ცოდნა და გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიბერუსაფრთხოების სფეროში.
კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2023 წლის 25 აგვისტომდე გაგრძელდება.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება. კურსის წარმართვა სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება და ამ პერიოდში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განთავსდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საცხოვრებლებში.
„კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო, წარმატებული კურსდამთავრებულების ნაწილი (მაქსიმუმ 20%) მიიღებს საერთაშორისო სასერტიფიკატო ვაუჩერს „ეთიკური ჰაკერის“ გამოცდის ჩასაბარებლად.
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აგვისტო.
რეგისტრაციისთვის იხ.სააპლიკაციო ფორმა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ,დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 598 44 93 55ან *0197, www.kiu.edu.ge“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ