სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვები ყოველთვე 150 ლარს მიიღებენ - ვისთვისაა განსაზღვრული 1000-1500 ლარიანი დახმარება
08-08-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომელი არასრულწლოვანი პირები მიიღებენ წელიწადში 1500 და თვეში 150 ლარს.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებულია: „სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარების გაცემა“, რომელიც მათ წელიწადში ერთხელ მიეცემათ თანხა კი  მაქსიმუმ 1 500 ლარია;

ასევე, სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000-ს, დაფინანსდებიან ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 150 ლარით;

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ფიზიკური პათოლოგიის მქონე 18 წლამდე მოზარდის  შემდგომი განვითარებისათვის, მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურები დაფინანსდება 1000 ლარით;

რაც შეეხება დოკუმენტაციას, დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის     მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება