| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ზაფხული მხოლოდ განტვირთვის საშუალება არ არის. ის მათ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს, რომელთა სწორად გამოყენებით ახალ სასწავლო წელს ბევრად უფრო ნაყოფიერად დაიწყებენ.
რა თქმა უნდა, ზაფხულის ხსენებისას პირველად ყველას ცხელი მზე, მეგობრებთან გატარებული დრო და განტვირთვა ახსენდება. თუმცა, ბევრი თავისუფალი დროის არსებობას სხვა პლუსებიც აქვს. სასკოლო საზოგადოებას ამ პერიოდის გამოყენება განვითარებისთვის შეუძლია. მათ რჩევებს ერთ-ერთი ბლოგერი უზიარებს.
მასწავლებლებმა საკუთარი საქმით შეუძლიათ დამატებითი შემოსავლის წყაროც კი გამოიმუშაონ, ან საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთონ და კარიერული წინსვლისთვის იზრუნონ. მაგალითად, შეუძლიათ ონლაინ კლასი აიყვანონ, ტრენინგებში ჩაერთონ, ასევე შეადგინონ სამეცადინო მასალა, რომელსაც სხვებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გაუზიარებენ. აქ საყურადღებოა, რომ დასვენება და განტვირთვაც არ დაგავიწყდეთ, რადგან დამღლელი სასწავლო წლის მერე ნამდვილად დაიმსახურეთ.
მოსწავლეებთან კი საქმე ცოტა სხვაგვარადაა. მართალია, მათ ნაწილს საზაფხულო სამუშაოს დაწყება შეუძლია, თუმცა ზოგიერთს ხელს ასაკი არ უწყობს. ამიტომაც, მათი ზაფხული უფრო მეტად ცოდნის გაღრმავებაზე გადის. არდადეგები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ ბანაკებში წავიდნენ, დრო მეგობრებთან გაატარონ და სხვადასხვა საინტერესო აქტივობით დაკავდნენ. გარდა ამისა, ზაფხულში მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ფაქტობრივად, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
შესაბამისად, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ზაფხული, დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს. მთავარი კი მაინც ისაა, რომ დრო ისე გაატაროთ, როგორც თქვენთვის უმჯობესია.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა