სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გზა დაიტბორა და აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში ვერ მიდიან - NAEC etaloni.ge-სთან განმარტავს, დაუშვებს თუ არა გამონაკლისს
11-07-2023
-
+


ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე აბიტურიენტების ნაწილს გადაადილების პრობლემები შეექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სენაკი-ფოთის მიმართულებით საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი თეკლათის გზა დატბორილია და აბიტურიენტების გამოცდის მეორე სესიაზე მისვლა უჭირთ. 

აღნიშნულიდან გამოდმინარე, „ეტალონი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულც ცენტრს დაუკავშირდა, რათა გაეგო არის თუ არა ცენტრის საკმის კურსში და რა ბედი ელით იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ფოთის საგამოცდო ცენტრში, მეორე სესიაზე დროულად გამოცხადებას.

ჩაეთვლებათ თუ არა ფოთის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებულ აბიტურიენტებს გამოცდაზე დაგვიანება საპატიოდ და დაინიშნება თუ არა დამატებითი სესია  -  აღნიშნულ კითხვებზე naec.ge გვპასუხობს, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად იქნება განხილული. 

„ამ საკითხთან დაკავშირებით ცენტრს, ცხადია, კომუნიკაცია აქვს ყველა შესაბამის უწყებასთან და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ გამოსაცდელების დახმარებას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები ვერ შეძლებენ საგამოცდო ცენტრში დროულად გამოცხადებას, უნდა წარმოადგინონ ცენტრში განცხადება და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლის საფუძველზეც შეფასდება ყოველი კონკრეტული შემთხვევა და დაუძლეველი ძალის გამო გამოუცხადებლობის დადასტურების შემდეგ, აბიტურიენტს მიეცემა დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა“, - გვეუბნებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება