სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეუშვით, შვილები არ გყავთ?“ - აბიტურიენტმა საცობის გამო გამოცდაზე დაიგვიანა
11-07-2023
-
+


დღეს, ინგლისური ენის დილის სესიაზე 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა. 

ერთ-ერთი აპლიკანტი, ცენტრში 11 წუთის დაგვიანებით მივიდა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი საცობი იყო, - „აფრიკიდან მოვდივარ, 8-ს აკლდა 20 წუთი რომ გამოვედი, მაგრამ საცობში მოვხვდი“.

აბიტურიენტის დაგვიანებამ, საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე მშობლების ვნებათაღელვა გამოიწვია, ისინი ცენტრის წარმომადგენლებს, გამონაკლისის დაშვებას სთხოვდნენ.

„დაუშვით გამონაკლისი. შვილები არა გყავთ?.. ასე შორს რატომ გამოგზავნეთ?“ -  მას შემდეგ, რაც საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გამოცდა უკვე დაწყებული იყო და აბიტურიენტები მოსასმენ დავალებას ასრულებდნენ ამ წუთებში, ამიტომაც მისი შეშვება შეუძლებელი იყო, გაბრაზებულმა აპლიკანტმა საგამოცდო ბარათი იქვე გადახია და ისე დატოვა ცენტრი.

რაც შეეხება მეორე დაგვიანებულ აბიტურიენტს, იგი იმავე საგამოცდო ცენტრში  გამოცდის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ მოვიდა და როცა შეიტყო გამოცდაზე ვეღარ შევიდოდა, ტერიტორია ხმის ამოუღებლად დატოვა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება