სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა ასაკიდანაა უმჯობესი ბავშვის საზაფხულო ბანაკში გაშვება?
23-07-2023
-
+


ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, სწორედ ამიტომ, ეს პერიოდი ბანაკებისთვის იდეალურია. მშობლებიც ცდილობენ, რომ შვილები საინტერესო აქტივობებით დატვირთონ და მათ სოციალიზაციას ხელი შეუწყონ. 

ამ და სხვა მიზეზების გამო, მოსწავლეები საზაფხულო ბანაკების ხშირი სტუმრები არიან. ზოგიერთი მათგანი ამგვარ ცხოვრებას იმდენად ეჩვევა, რომ ზაფხულის მიმდინარეობისას რამდენიმე ბანაკშიც კი მიდის. მთავარი კითხვა, რაც ამ დროს მშობლებს აქვთ, არის თუ რა ასაკის ბავშვი შეიძლება გაუშვან ბანაკში. ამ კითხვას კი ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერი პასუხობს.

მისი თქმით, რეალურად, იდეალური ასაკი არ არსებობს, ეს მეტწილად ბავშვის მზაობაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შვილს სხვაგან დაძინება შეეძლოს და ძილის წინ მშობლებს არ ეძებდეს. 

როგორც წესი, კომპანიებმა, რომლებიც საზაფხულო ბანაკებს აწყობენ, კარგად იციან, ამა თუ იმ პრობლემურ სიტუაციას როგორ გაუმკლავდნენ. ისინი ბავშვებს ისეთ აქტივობებს სთავაზობენ, რაც მათ განვითარებასა და მოტივირებაზეა ორიენტირებული. 

თუ ბავშვი ბანაკში პირველად მიდის და თანაც, მშობელთან მიჯაჭვულია, სასურველია, რომ ის ნაცნობ თანატოლთან ბიძაშვილთან ან დედმამიშვილთან ერთად წავიდეს. ეს მათ გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმარებათ და მშობლების მონატრებას ნაკლებად იგრძნობენ. 

ყველაზე მცირე ასაკზე გათვლილი ბანაკები ჩვეულებრივ, 5-დან 8 წლამდე ბავშვებისთვისაა. მნიშვნელობა ენიჭება იმასაც მოსწავლეები ბანაკში ღამითაც რჩებიან თუ მხოლოდ დღის განმავლობაში არიან.

თუმცა, როგორც ბლოგერი წერს, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, იდეალური ასაკი შეიძლება 8-დან 14 წლამდე იყოს. ამ დროს ბავშვი შედარებით დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება