სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წყალგამძლე მზისგან დამცავი არ არსებობს -  ზაზა თელიას რჩევები
12-07-2023
-
+


„მხოლოდ მიმდინარე ზაფხულში კი არა, საერთოდ არ შეიძლება შავ ზღვაში ბანაობა“ - უთხრა etaloni.ge-ს ცნობილმა დერმატოლოგმა, ზაზა თელიამ. 

ექიმი ამბობს, რომ დაბინძურებულ ზღვაში ბანაობა არამხოლოდ ნაწლავურ ინფექციებს, არამედ კანის სხვადასხვა ინფექციებს იწვევს და ჩვენს მკითხველს სხვადასხვა სახის რჩევებს აძლევს.

- ბატონო ზაზა, ზაფხულში უფრო ხშირია კანის დაავადებები, ვიდრე სხვა სეზონზე?

- რა თქმა უნდა, ზაფხულში უფრო მეტია კანის ინფექცია, ვიდრე სხვა სეზონზე. ეს რისკები სიცხეში იმატებს, რადგან კანი სველდება, ოფლიანობს, ზიანდება სხვადასხვა გარე ფაქტორების მიერ, რაც სხვადასხვა ინფექციების განვითარებას განაპირობებს.

- რა სახის რჩევები გექნებათ ჩვენი მკითხველისთვის, როგორ დავიცვათ კანი ზაფხულში?

- პირველი და უმნიშვნელოვანესი რჩევა ჰიგიენის წესების დაცვაა - ყოველდღიურად შხაპის მიღება და კანის გასუფთავება, ასევე - მზისგან დაცვა. მზის სხივები აზიანებს კანს და როდესაც კანი ზიანდება, ინფექციების განვითარების რისკი მატულობს. დამწვრობა არ უნდა მიიღოს კანმა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ ინფექციების პრევენციისთვის. 

ასევე, მწერებთან, ცხოველებთან კონტაქტი იწვევს კანის ინფექციებს. ბავშვები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მიუსაფარ ცხოველებს. ზაფხულში, თბილი ამინდებია და პატარები გარეთ უფრო ხშირად თამაშობენ, სადაც ბევრი მიუსაფარი ცხოველია. ბავშვი მივა, შეეხება, მოეფერება... რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ცხოველთან კონტაქტი, მაგრამ არის გარკვეული რისკი, რომ ამ ცხოველისგან ინფექცია აიღოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვი ცხოველს მოეფერება, მშობელმა წაიყვანოს და დაბანოს ხელი. 

- ბევრს საუბრობენ და გვაფრთხილებენ, რომ წელს ზღვას მოვერიდოთ, რადგან არსებობს ძლიერი დაბინძურების რისკი. თქვენ რა რეკომენდაცია გექნებოდათ?

- თუ შავ ზღვაზე გვაქვს საუბარი, მე თუ მკითხავთ, მასში ჩასვლა არამხოლოდ წელს, ისედაც არ შეიძლება, რადგან უკიდურესად დაბინძურებულია უკრაინის ომის გარეშეც. შავი ზღვიდან ისედაც მუდამ, ყოველ წელს მოდის ინფექციები. ალბათ დამეთანხმებით, რომ შავ ზღვაზე დასვენების შემდგომ, ქალაქში ჩამოდიან მთელი რიგი ნაწლავური ინფექციებით, რომელიც სწორედ იქ წყალში ჩასვლას უკავშირდება. ძალიან არის დაბინძურებული.

- რომელი კანის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებულმა ზღვამ?

- დაბინძურებული წყლიდან ვითარდება კანის როგორც სოკოვანი, ისე ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები. უფრო მეტად სჭარბობს სოკოვანი ინფექციები.

- როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი საცხი სწორად, რომ მზის სხივებმა ზიანი არ მოგვაყენოს?

- ეს უნდა იყოს 50%-იანი მზისგან დამცავი ფაქტორი - SPF და მინიმუმ  მინიმუმ ორმაგი ფილტრაციით. ოთხმაგი ფილტრაცია თუ ექნება, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია. 

- რუჯის მიღება შესაძლებელია მზისგან დამცავთან ერთად?

- რუჯის მიღება სამედიცინო თვალსაზრისით რეკომენდებული საერთოდ არ არის. გარუჯვა უკვე ნიშნავს კანის დაზიანებას. ულტრაიისფერი სხივები კანცეროგენურია, რომელსაც კიბოს გამოწვევა შეუძლია, არამხოლოდ კანის კიბოსი, არამედ სხვა ორგანოებისაც. მზის სხივების სიჭარბით იმატებს სხვადასხვა ორგანოების კიბოს განვითარების რისკი. სოლარიუმზე ხომ საუბარი ზედმეტია, არაფრით შეიძლება ჩვენი ორგანიზმისთვის. 

- დამცავი საცხის გამოყენებასთან ერთად, მზის სხივებით, ორგანიზმში დე ვიტამინის გამომუშავება შესაძლებელია?

- დე ვიტამინის გამომუშავებას მზისგან დამცავის გამოყენება არ უშლის ხელს. ასევე, გარუჯვაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ დე ვიტამინი მიიღოთ. 

- წყალში ჩასვლის წინ წასმული მზისგან დამცავი საცხი შემდეგაც თუ მოქმედებს და საერთოდ, არსებობს წყალგამძლე მზისგან დამცავი საშუალება?

- არ არსებობს მზისგან დამცავი, რომელიც წყალგამძლეა. ამიტომ, აუცილებელია, წყლიდან ამოსვლის შემდეგ, კიდევ გადავისვათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

კანდიდატთა  განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს

ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება 

ანაზღაურება 2400 ლარია - რომელ ქალაქებში გამოაცხდა და რა პოზიციებზე ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, დიდი მონდომებითა და ერთმანეთის დახმარებით შექმნეს ნამუშევრები

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება