| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, სადაც გაწერილია სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამაც.
დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი 592 აღსაზრდელით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება.
სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 254 თანამშრომელი, მათ შორის 32 კაცი და 222 ქალი.
აღსანიშნავია, რომ დადგენილენაში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პუქტი, რომელიც უპირობოდ დაინერგება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებში:
„იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამით დაგეგმილია სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება“ - ნათქვამია მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას