სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N49 საჯარო სკოლის მოსწავლეების თვალით დანახული ფიროსმანი - კულტურული მემკვიდრეობის თემაზე სასკოლო პროექტი ჩატარდა
07-06-2023
-
+


თბილისის N49 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორეინტირებული არაერთი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“, ფარგლებში, პედაგოგების - ანა ბედიაშვილის და ლია მანძულაშვილის ხელმძღვანელობით, VI, VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩვენი თვალით დანახული ფიროსმანი“ იმუშავეს. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის გამოფენაზე იმყოფებოდნენ.  შემდეგ, მოსწავლეებმა ინფორმაცია ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიასა და მასზე დაწერილ ლექსებზე მოისმინეს. მათ კედლის გაზეთები და პრეზენტაციები მოამზადეს. 

გარდა ამისა, VI კლასის მოსწავლეებმა, ფიროსმანის ნახატების შთაგონებით, ნამუშევრები შექმნეს და გამოფენა მოაწყვეს. ასევე, VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეებმა ფიროსმანის თემაზე შექმნილი დიორამები და ქანდაკებები გამოფინეს.

შემოქმედებითი ღონისძიების დროს, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს ლექსები. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა ფიროსმანის უნიკალურობა და თვითმყოფადობა, ასევე, თვითნასწავლი მხატვრის უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი მკაფიოდ შეიგრძნეს. 

აქტივობებმა უდიდესი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება