სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში, დეპუტატს შეხვდნენ
07-06-2023
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ეკოკლუბის მოსწავლეებს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დებუტატი - მარიკა გვიანიძე შეხვდა. 

ის მოსწავლეებს გარემოსდაცვით საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნების მიმართ, ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და ასევე, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„მარიკა გვიანიძემ მოსწავლეებს გააცნო შემდეგი სიახლე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დაინერგა ჩართულობის ცენტრი და ახალი ვებპლატფორმა chaerte.sca.ge.
ჩართულობის ცენტრი და ვებპლატფორმა უზრუნვყოფს მოქალაქეებთან გამარტივებულ ურთიერთობას. ახალი ვებპლატფორმა ადაპტირებულია და მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მრავალი ონლიან სერვისებით ისარგებლონ და ჩაერთონ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში.
მადლობა, სტუმრობისა და საინტერესო პრეზენტაციისთვი, ქალბატონ მარიკა გვიანიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება