სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მართული კითხვის მეთოდის გამოყენებით ჩაუტარდათ
05-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. 

ამისთვის ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას მართავენ. ამჯერად, მე-3 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი მართული კითხვის მეთოდით ჩატარდა. მას საგნის მასწავლებელი და დამრიგებელი აზა ნაფეტვარიძე უძღვებოდა. 

გაკვეთილი თემა იყო „მოხერხებულობა“, მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით ჩაერთო. მათ სამი სხვადასხვა ტექსტის მიხედვით იმუშავეს. სათაურისა და მონაკვეთების მიხედვით ვარაუდების გამოთქმა შეძლეს. ასევე, ტექსტისა და „სიტყვის პირამიდის“ დახმარებით, გაიაზრეს ახალი სიტყვები, შეავსეს ცხრილები, წაიკითხეს დამოუკიდებლად, გამოკვეთეს მთავარი პერსონაჟის თვისებები, გაითვაისწინეს ერთმანეთის აზრები, გააკეთეს პრეზენტაციები.

გარდა ამისა, გამართეს შემაჯამებელი დისკუსია, სამი სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟთა მსგავსება-განსხვავებების მიხედვით, სამწრიანი ვენის დიაგრამის შექმნით. იმსჯელეს: რა გაუჭირდათ? რა იყო ყველაზე რთული? რა დაეხმარათ ტექსტის გაგებაში?

ბოლოს, მოსწავლეებს მასწავლებელმა შესაბამისი დავალება მისცა - „რატომ უნდა იყოს ადამიანი მოხერხებული? როგორ მოიქცეოდნენ ისინი მსგავს სიტუაციაში? შექმენით ნახატი - სასურველ ეპიზოდზე“.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და მასწავლებლები: ი. წულუკიძე, ე. მეტრეველი და ლ.ციბაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეებს და მასწავლებელს დიდი მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის.

„გაკვეთილის მიზანი: ახალ ლექსიკურ ერთეულზე დაყრდნობით მოსწავლეები დაეუფლებიან ვარაუდების გამოთქმის, პერსონაჟის დახასიათების სტრატეგიებს, პრობლემის გადაწყვეტაში მოხერხებულობის მნიშვნელობას“,- აღნიშნავს ფაქიზო ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება