| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში, მე-12 კლასის მოსწავლის - სოფო ქათამაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენა დამრიგებელ თამილა რიონიძის და თანაკლასელების მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც სამი დღე გრძელდებოდა.
გამოფენაზე, წარდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა ტექნიკით და მასალით იყო შესრულებული, ჟანრობრივად მრავალფეროვანი: ფერწერული, გრაფიკული და დეკორატიული, ხელოვნების ნიმუშები მნახველზე, საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სოფოს ეს საქმე გამორჩეულად უყვარს და აბედნიერებს.
გამოფენა ყველა საფეხურის მოსწავლემ ეტაპობრივად დაათვალიერა.
სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა სოფო ქათამაძეს შემოქმედებით საქმიანობაში აქტიური ჩართულობისათვის და მას სიგელი გადასცა.
„ჩვენც ვრწმუნდებით - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ