| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელები 15 ივნისს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგ - ლელა კაკოიშვილისთვის ემოციური მოვლენაა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ლაიტმოტივად სიტყვები - „ოთხი წლის ამაგს სათუთად ვუვლით, მერე რა, თუ დღეს წარსულს ბარდება!“ გასდევდა
ბავშვებმა ღონისძიებაზე შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ დამრიგებელ ლელა კაკოიშვილთან ერთად, ემოციური და ძალიან ლამაზი საღამო გვაჩუქეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს თვალმერცხალა გოგო-ბიჭებს! მათი სასკოლო ცხოვრების ახალი ეტაპიც აღნიშნულიყოს განსაკუთრებული წარმატებითა და ნაყოფიერებით! მუდამ ლაღნი და ბედნიერნი ყოფილიყვნენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ