სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოგზაურობა ბრაზილიაში, ვიეტნამში, ეგვიპტეში“ - ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
05-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტებსა და გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა - ჰასმიკ ანტანოსიანმა საპროექტო გაკვეთილი „მოგზაურობა ბრაზილიაში, ვიეტნამში, ეგვიპტეში“ წამოიწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მთავარი იდეაა უცხო ქვეყნების კულტურის, მათი ტრადიციების გაგება, შესწავლა და შეფასება.

„ასეთი საპროექტო გაკვეთილები მოსწავლეებს აინტერესებს მოგზაურობით და უცხო ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ბრაზილიის, ვიეტნამის და ეგვიპტის შესახებ, ქვეყნების კულტურის, სამზარეულოს, მოსახლეობის, ატრაქციონების შესახებ ინფორმაციები მოიძიეს.

ისინი ასევე გაეცნენ ამ ქვეყნების ამჟამინდელ ცხოვრებას და შეადარეს ის საკუთარი ქვეყნის კულტურას.

„მოსწავლეებმა ერთად,  ერთმანეთის დახმარებით გააკეთეს ულამაზესი კედლის გაზეთი ბრაზილიის, ვიეტნამის და ეგვიპტის შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროგრამის ტრენინგის დროს მოსწავლეები ასრულებდნენ დამოუკიდებელ საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებს, იყენებდნენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს: რუკებს, სტატისტიკურ მასალებს, საცნობარო და პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურას, მასმედიას, ინტერნეტრესურსებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება