სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ დელეგაცია თურქეთში, ფესტივალზე გაემგზავრა
05-06-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ გამართულ აქტივობებსა თუ პროექტებში ერთვებიან. 

ამჯერად, „მილენიუმის“ დამეგობრებული სკოლის - აიდინის კოლეჯის მიწვევით, სკოლის წარმომადგენლობითი დელეგაცია - 13 მოსწავლე, ელზა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთში, ფესტივალზე გაემგზავრა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, თურქეთის ქალაქ აიდინში ყოველწლიურად იმართება ახალგაზრდობისა და სპორტის ფესტივალი, რომელიც ათათურქის ინიციატივით, 1938 წლიდან, თავად ათათურქის ხსენების დღეს ემთხვევა, რაც, თავის მხრივ, თურქეთისათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

აღსანიშნავია, რომ ეს აიდინში „მილენიუმის“ რიგით მეორე ვიზიტია. „მილენიუმელებმა“ დაათვალერეს სამკერვალო საწარმო, სადაც იკერება მოსწავლეთა ფორმები. აგრეთვე, ეწვივნენ ეფესოსთან ახლოს წმინდა მარიამის სახლს, თავად ეფესოს, ნახეს სელჩუკთან არსებული კერამიკის საწარმოო სალონი.

„აიდინის კოლეჯის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩვენთან. ამგვარი ურთიერთობები ფასდაუდებელია მოსწავლეთა განვითარებისათვის. ჩვენთან ერთად მოწვეული იყვნენ სტუმრები იტალიიდან და ხორვატიიდან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება