სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულმა - ლაშა ბოლქვაძემ საინტერესო შეხვდრა გამართა
05-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლას თემაზე - მიზნები და დამოუკიდებელი ხედვა სამომავლო პროფესიაში - ვინ ვარ მე?!, სასაუბროდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტერის მე-4 კურსის სტუდენტი, ამავე სკოლის კურსდამთავრებული - ლაშა ბოლქვაძე ესტუმრა. 

ის დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდა, რა დროსაც მიზნებზე, ამბიციებზე, დაბრკოლებებსა და მასთან გამკლავების გზებზე, ასევე, გარემო ფაქტორებზე, „მარტივ“ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე ისაუბრეს. 

სტუდენტმა მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა, მისცა რჩევები იმის შესახებ, რა უნდა გაითვალისწინონ სამომავლოდ პროფესიის არჩევის დროს.

შეხვედრას სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე და პედაგოგები ესწრებოდნენ. ღონისძიებამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. მისი ორგანიზატორი პედაგოგი დარიკო მელაძე იყო. 

„ლაშას უდიდეს მადლობას ვუხდი. ადრე დამპირდა, როცა დაგჭირდები, მუდამ შენს გვერდით ვიქნებიო. როცა ასეთი მოაზროვნე ახალგაზრდები გვყავს იამაყებ, აბა არ იამაყებ, მასწავლებელი რომ გქვია?! მადლობა, ლაშა დღევანდილი დღისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება