| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეები მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ.
სკოლის IIა კლასის მოსწავლეებმა - ელენე კუბლაშვილმა, ცოტნე მაღლაფერიძემ და ვატო დევდარიანმა დამრიგებელი და მათემატიკის პედაგოგი, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე და სასკოლო საზოგადოება მორიგი წარმატებით გაახარეს.
ელენე და ცოტნე izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური და ნიჭიერი წევრები არიან. მათ მაისის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის სიამაყით მიენიჭათ ოქროს დიპლომები.
ეს ელენეს მეთერთმეტე, ხოლო ცოტნეს მეორე გამარჯვებაა.
ვატო დევდარიანმა კი მონაწილეობა მიიღო მათემატიკურ ოლიმპიადაში - „ევერესტი“ და გადაეცა სერტიფიკატი. საამაყო მოსწავლეებმა, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვეს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ