| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ონის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში, ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეთა შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
შეუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ალექსანდრე ყაზბეგის პორტრეტი სხვა ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში.
ამავე დღეს ალექსანდრე ყაზბეგის საიუბილეო თარიღისადმი - დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე მე-5 კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ მეტრეველმა ვაჟა-ფშაველას ლექსი - „ალექსანდრე ყაზბეგს“ წაიკითხა.
გამოფენა ძალიან მრავალფეროვანი აღმოჩნდა, მოსწავლეთა შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ასევე, სკოლაში კინოჩვენება -„ხევისბერი გოჩა“ მოეწყო.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ