| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება.
არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა გამონაკლისი, ამ დღესთან დაკავშირებით, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ კარინე ვოსკანიანის ხელმძღვანელობით „ჩვენი საქართველო“, საგნის გაკვეთილზე, შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორია მოისმინეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ