სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერს სტუმრობდნენ
05-06-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის თემა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები იყო, რომლებსაც ბავშვები, ახალგაზრდული იდეის გრანტის ფარგლებში, ბულინგისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ახორციელებენ.

მერმა სტუმრებს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ინიციატივები მოუწონა, თანამშრომლობა და მხარდაჭერა აღუთქვა:

„ნამდვილად მნიშვნელოვანი და აქტუალურია ის საკითხები, რაზეც მუშაობთ. ერთის მხრივ, ამ პროცესში თავად იღებთ გამოცდილებას, მეორეს მხრივ, ცდილობთ მოახდინოთ ცვლილებები, რაც მისასალმებელია. თქვენი თაობა, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ნამდვილად იქნება უკეთესი, იმიტომ რომ ასე ჯანსაღად მსჯელობთ და აზროვნებთ, პასუხისმგებლობით ეკიდებით საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს“,- აღნიშნა მერმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს, პედაგოგმა თამარ ჩხენკელმა ლადო ჯურხაძეს სკოლის მიერ დაგეგმილი სხვა სოციალური, ჯანდაცვის, სპორტისა და სამოქალაქო აქტივობების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, რომელშიც მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად არიან ჩართულნი და მნიშვნელოვანი წარმატებებიც აქვთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება