სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
05-06-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

„დიდი ხალისით აღვნიშნეთ 1 ივნისი! სკოლის დირექტორმა - ლეილა ყორღანაშვილმა და მასწავლებლებმა ბავშვებს ეს ლამაზი დღე მიულოცეს, უსურვეს ლაღ, მშვიდობიან, ბედნიერ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება“ , - გვიყვებიან სკოლაში.

IV ბ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ანა რცხილაძეა ეს დღე ერთმანეთს სიხარულით მიულოცეს.

მათ სკოლის ეზო ფერადი ბანერებით მორთეს. ასევე, შექმნეს ნახატები თემაზე: „მშვიდობიანი საქართველო“, „ჩემი მეგობრები“, „საყვარელი ზღაპრის გმირები“.

III  კლასის მოსწავლეებმა კი, რომელთა დამრიგებელი ხათუნა ქევხიშვილი გახლავთ, ფერადი ცარცებით მოხატეს და გაალამაზეს სკოლის შემოსასვლელი.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„არაფერი სჯობდა მათი ბედნიერი და ვარსკვლავებივით მოციმციმე, გაცისკროვნებული თვალების ყურებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება