| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლასა და მასწავლებლებს დაემშვიდობნენ.
„ბოლო ზარი“ საზეიმოდ მე-12ა და მე-12ბ კლასების მოსწავლეებისთვის დაირეკა. სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. მოსწავლეები დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებიან“,- აღნიშნავნ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ