სიახლეები
სიახლეები

ახალი ნორმები ქართულ ენაში - ასე დაწერილს მასწავლებლები და გამსწორებლები შეცდომად აღარ ჩაგითვლიან
02-06-2023
-
+


ქართული ენის ნორმებში ცვლილებებია. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილებით (ბიულეტენი III, თბილისი 2021-2022, გვ. 107): დამიხატია, დაგინაყია, დაუდგია, გინახივარ, უთქვია, დაუმალია - ასე დაწერილს ან ნათქვამს რედაქტორები, სალიტერატურო ნორმების გულშემატკივრები, მასწავლებლები და „გამსწორებლები“ აღარ შეასწორებენ (გაზიარებულია საიტიდან „ფილოლოგის სვეტი“).

ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ, სხდომაზე მიღებულია შემდეგი წესები: პარალელურ ფორმათაგან გრამატიკულად გამართლებულია ორივე ტიპის წარმოება:

დამიხატ-ავ-ს //დამიხატ-ია;
დამიდგ-ამ-ს//დამიდგ-ია.

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ლიტერატურულ ფორმად უნდა დარჩეს -ავ და -ამ სუფიქსიანი ფორმები. ხოლო -ია დაბოლოებიანი ანუ ხალხური ფორმები უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად. ფორმათა შერჩევა სტილისტიკის საკითხად უნდა დარჩეს:

არ უნახავს // არ უნახია;
თურმე გაუბამს // თურმე გაუბია;
არ დამითესავს // არ დამითესია და ა.შ.

ასევე: ძირითადი, კანონიერი ფორმებია: მინახავხარ, გინახავვარ; დამიხატავხარ, დაგიხატავვარ... თუმცა ამ ფორმების პარალელურად, დასაშვებად ცნეს გავრცელებული ხალხური ვარიანტები: მინახიხარ, გინახივარ; დამიხატიხარ, დაგიხატივარ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სად და რამდენით შეამცირეს ხელშეკრულებით დასაქმებულები - მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროს სსიპ-ებს ეხება

უმაღლესები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - „იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება“

Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ დაჯილდოება ამჯერად თბილისში გაიმართება

კონკურსით დასაქმებული პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭებაზე სკოლებმა მასწავლებლის სახლს უნდა მიმართონ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება