| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლა eTwinning-ის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა.
eTwinning-ის დღესთან დაკავშრებით მოსწავლეებმა, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს, თემატური პლაკატები დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
ასევე, ბავშვებმა საქართველოსა და ევროპის დროშა გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც eTwinning-ის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, უკვე 18 წელია, რაც ევროპის მასშტაბით მაისის დასაწყისში აღინიშნება eTwinning-ის დღე. პროგრამაში გაერთიანებული მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად eTwinning-ის კვირეულის ფარგლებში გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას და ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დღის გალამაზებაში.
პროგარამა eTwinning-ი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკომისიის მხარდაჭერით ხორციელდება 2013 წლიდან. პროგრამა უამრავ მასწავლებელს საქართველოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ ითანაშრომლონ კოლეგებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და დაგეგმონ/განახორციელონ პროექტები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ