სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურძემის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა 
29-05-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესო აქტივობები ეძღვნება. 

ამჯერად, სკოლაში, მოქალაქეობის მასწავლებელ კახა ჯგერენაიას ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, სკოლის დირექციის ხელშეწყობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას პატრიოტურლი სულისკვეთებით გაჯერებული საინტერესო და მრავალფეროვანი კომპოზიციები შესთავაზეს. მოსწავლეები თემატურად გამოეწყვნენ, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სიტყვა წარმოთქვეს. მათ საქართველოს ისტორაში ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და პოზიცია გააჟღერეს. 

აღსანიშნავია, რომ გარემო განსაკუთრებულად იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია როგორც მონაწილეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტვი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:














კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება