სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

2023 წლის ადიგენის, ბაღდათის, კასპის, აბაშის და წალკის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
25-05-2023
-
+


25 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის ადიგენის, ბაღდათის, კასპის, აბაშის და წალკის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე სალომე ბატონჯანოვი

➤ „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ვარციხის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნატა ჯანელიძე

➤ „კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - სასირეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნია მუხიგულაშვილი 

➤ „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ტყვირის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანი მიქაძე

➤ „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - წალკის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ აბულაძე

აღსანიშნავია, რომ წალკაში პირველ და მეორე ადგილებზე გასულმა მოსწავლეებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა თამარ აბულაძემ კითხვებზე პასუხების გაცემას უფრო ნაკლები დრო მოანდომა და შესაბამისად, გამარჯვებაც სწორედ მან მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:

ადიგენი



ბაღდათი



კასპი



აბაშა



წალკა




ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება