სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის XI კლასში ვიტამინების მნიშვნელობას საინტერესო პროექტი მიეძღვნა
05-05-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მთავარი მიზანი ჯანსაღი, განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული მომავალი თაობის აღზრდაა. 

ამის მისაღწევად კი დირექცია და მასწავლებლები ძალებს არ იშურებენ. მართლმადიდებლურ ცენტრში სასწავლო პროცესი მრავალფეროავნი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, XI კლასში, ქიმიაში, ვიტამინებთან, მათ მნიშვნელობასა და დანიშნულებასთან დაკავშირებით, პროექტი ჩატარდა. მას მასწავლებელი ლალი ვაშაკიძე უძღვებოდა. 

პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება ძირითადად შემდეგი სამი მიმართულებით გამახვილდა:

  • „ვიტამინების როლი ადამიანთა ცხოვრებაში“;
  • „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი A, B და C ვიტამინები“;
  • „საკვები და ვიტამინები".
მოსწავლეებმა პროექტები ჯგუფურად წარადგინეს და თითოეულ საკითხზე დაწვრილებით ისაუბრეს. პროექტი მოსწავლეებისთვის საკმაოდ შემეცნებითი, საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება