სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ექსკურსიაზე წასაღები ნივთების ჩამონათვალი
27-05-2023
-
+


ექსკურსიების სეზონი დადგა და არაერთი მასწავლებელი გეგმავს, კლასთან ერთად რომელიმე ღირსშესანიშნაობას ეწვიოს. ექსკურსიის დაგეგმვისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

რეგულაციების თანახმად, აუცილებელია, ტრანსპორტი, რომლითაც გეგმავთ ექსკურსიაზე წასვლას, ტექნიკურად შემოწმებული იყოს. ამავდროულად, ყურადღება ექცევა მძღოლს. საჭიროა მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მართვის მოწმობის წარდგენა.

ოფიციალური დოკუმენტების გარდა არ უნდა დაგავიწყდეთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. მაგ.: საკვები, რომელსაც ექსკურსიაზე წაიღებთ არ უნდა იყოს მალფუჭებადი და უმჯობესია, არ საჭიროებდეს დაჭრას. გარდა ამისა, არ უნდა დაგავიწყდეთ ნივთები, რომლებიც აუცილებელია.

რომელი ნივთები დაგჭირდებათ ექსკურსიაზე?

წყალი (დასალევად და სხვა საჭიროებისთვის)

ასანთი, ცეცხლის ასანთები საშუალება, ცელოფანი ნაგვისთვის

მაგიდის გადასაფარებელი, თეფშები, ჭიქები, ჩანგლები, კოვზები

მშრალი და სველი ხელსახოცები, ჰიგიენური საშუალებები: ხელის სადეზინფექციო საშუალება, ერთჯერადი ცხვირსახოცები, ტუალეტის ქაღალდი

პირველადი დახმარების კრებული: წყალბადის ზეჟანგი, იოდი, ბინტი, ბამბა, ტკივილგამაყუჩებელი და ა.შ.

პლედები, წინდები, თბილი ჟაკეტი, სათადარიგო ტანსაცმელი

ტელეფონის დამტენი, USB დინამიკი, ფოტოაპარატი

ბურთი, ბადმინტონი, თვალის ასახვევი ნაჭერი (ან წინასწარ დაგეგმილი თამაშების შესაბამისი ნივთები).

 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება