| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში არაერთი შემეცნებითი და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია, მათემატიკისა და π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება VIIა კლასის და ამავე დროს მათემატიკის კლუბ Newverlands წევრებმა, მათემატიკის მასწავლებლის - ნინო ანასაშვილის ხელმძღვანელობით 15 მარტს გამართეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები- მათემატიკის, ისტორიის, მათემატიკოსების შესახებ, ასევე აუდიტორიას, როგორც ცნობილი ქართველი, ასევე თანამედროვე მათემატიკოსები გააცნეს და მათი მოღვაწეობის შესახებ ესაუბრნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პრეზენტაციებიდან კარგად ჩანს, თუ რა დიდი ადგილი უჭირავს მათემატიკას, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ხელოვნებაში და ლიტერატურაში.
ღონისძიებაზე ასევე ჩატარდა სახალისო კონკურსი დამსწრე აუდიტორიის მონაწილეობით Kahoot -ში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ნინო ჭიტაძის დახმარებით.
აღსანიშნავია, რომ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
შეხვედრის დასასრულს, მოსწავლე მარიამ ხომასურიძემ, „სახალისო მათემატიკის ოლიმპიადაში“ მონაწილეობისა მიღებული გამოცდილებისა და საკუთარი მიღწევების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა.
„ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მათემატიკის პოპულარიზაციას მოსწავლეებში. მასწავლებელი მადლობას უხდის მთელ კლასს და დამსწრე საზოგადოებას აქტიური მონაწილეობისათვის...
ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა დღემ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ