სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელის ელისო ენუქიძის პროექტი საგანმანათლებლო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია
06-04-2023
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლამ, საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში დიდი წარმატებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციამ, გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE), გამოაცხადა.

კონკურსში, მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო 60 შეირჩა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის, ყველაზე მეტი - 19 პროექტი საქართველოდანაა.

წრიული ეკონომიკის საგრანტო პროექტის საქართველოდან შერჩეულ, გამარჯვებულ 19 პროექტს შორის 3 იმერეთის რეგიონიდანაა და მათ შორისაა საჩხერის N1 საჯარო სკოლის ინიციატივა.

პროექტის იდეა,  მდგრადი განვითარების კონცეფციაზე დამყარებული წარმოება - მოსახლეობაში აუთვისებელი ხილის გადამუშავება, ბიო პროდუქტის შექმნა და მოხმარება გახლდათ.

პროექტის ავტორი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ელისო ენუქიძე იყო.

პროექტის მიზანს - სასკოლო და სკოლის მიღმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, აღდგენადი რესურსის რაციონალური და გააზრებული მოხმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში არსებული გამოუყენებელი ხილის გადამუშავება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის,  ჩირის დამზადება და გამოყენება წარმოადგენდა.

„ვულოცავთ, ელისო მასწავლებელს ამ დიდ წარმატებას და ჩვენს სკოლას საერთაშორისო პროექტში, 500-ევროიანი გრანტის მოპოვებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება