სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დაფუძნების მიზნით, USAID-სა და KIU-ს შორის პარტნიორობა დაიწყო
30-03-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი. ვიზიტის ფარგლებში ახალი პროექტის - „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი“ პრეზენტაცია და ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გუნდის ხელმძღვანელმა (Orient Logic LLC) გოგა კვარაცხელიამ, KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა და უნივერსიტეტის პროფესორმა ფლორიან რუპმა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, KIU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი.

USAID-სა და KIU-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და  კვალიფიციური და ეკონომიკურად  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის შექმნა კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს დაეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და შედეგად შეიქმნება კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი, რომელშიც 400-ზე მეტი ახალგაზრდა შეძლებს ჩართვას. კურსები მოიცავს შემდეგ თემებს: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკერების პრაქტიკული კურსი. 

წარმატებულ კურსდამთავრებულებს KIU საერთაშორისო სერტიფიცირების ვაუჩერებს დაუფინანსებს. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი თანამშრომლობს აშშ-ში დაფუძნებულ ელექტრონული კომერციის კონსულტანტთა საერთაშორისო საბჭოსთან (EC-Council), რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაციაა და 145 ქვეყანაში საქმიანობს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება