სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„მერწმუნეთ, სადაც დადებითი განწყობაა, იქ შედეგიც აუცილებლად დაიდება“ - თეა ზოიძე, აჭყვას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
15-03-2023
-
+


მოსწავლეების დიდი სიყვარული, მათზე ზრუნვა და მუდამ მათ სამსახურში ყოფნა... ესაა, რაც ყველასგან გამოარჩევს ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვას საჯარო სკოლის ხელმძღვანელს, თეა ზოიძეს.

etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი სასკოლო საზოგადოების განვითარება, თითოეული მოსწავლის საჭიროების აღმოჩენა და მოგვარებაა... მიიჩნევს, რომ დირექტორობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მშობლიურ სკოლაში, საკუთარი მასწავლებლების ხელმძღვანელი ხარ... არცთუ ხანგრძლივი გამოცდილების მიუხედავად, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მის შემთხვევაში მიზანი ნამდვილად ამართლებს საშუალებას, არ უშინდება დაბრკოლებებს და ჯიუტად მიიწევს დასახული შედეგის მისაღწევად...

მოსწავლეებთან დამოკიდებულებაზე, სკოლის ლიდერის პასუხისმგებლობასა და ზოგადად, განათლების სისტემის შესახებ, etaloni.ge-სთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ზოიძე საუბრობს.

- ქალბატონო თეა, რთულია სკოლის მართვა?

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა: დირექტორს უნდა შეგეძლოს სასკოლო საზოგადოების განვითარება, ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსის ეფექტიანად მართვა, რადგან ყოველივე ეს განაპირობებს სკოლის წარმატებას.

- წარმატების პარალელურად, არსებობს გამოწვევებიც, ხომ ასეა?  

- სოფლის და განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლის სკოლებს აქვთ რიგი პრობლემები ქალაქის სკოლებისგან განსხვავებით... ჩემს სკოლაში, ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა კადრების მოზიდვა და შერჩევაა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც მოვახერხე სექტემბერში კვალიფიციური მასწავლებლების შერჩევა... თავადაც ვიყავი დირექტორობის გამოცდაზე გასული...

- რას ფიქრობთ კადრების შერჩევის ასეთ სისტემაზე?

- ვფიქრობ, გამოცდა აუცილებელია... როგორც აპლიკანტი, ემზადები გამოცდის ჩასაბარებლად, ეცნობი სიახლეებს, სიახლის მიმართ დადებითი განწყობა კი ცვლილებების უკეთ გათავისებასა და პრაქტიკაში დანერგვის საშუალებას იძლევა...

მოგეხსენებათ, ცვლილებები თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება, სწორედ ამიტომ სასკოლო საზოგადოება მზად უნდა შეხვდეს რეფორმას. სკოლის დირექტორს კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და არ უნდა მისცეს პედაგოგს მოდუნების საშუალება.

- თქვენს სკოლის მაგალითზე გვითხარით - როგორია პედაგოგების მოტივაცია? 

- ჩემი და პედაგოგების კომუნიკაცია ვფიქრობ საკმაოდ ეფექტურია, არ გვაქვს კონფლიქტური სიტუაციები... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები მუდმივად სიახლეების ძიებაში არიან, ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგს, ცდილობენ განვითარებას და შედეგიც შესაბამისად იდება... ჩვენმა პედაგოგებმა წამყვანობის გამოცდაც წარმატებით ჩააბარეს.

- ეს ყველაფერი რეფორმის შედეგია... პირადად რას შეცვლიდით განათლების სისტემაში?

- ზუსტად მიჭირს პასუხის გაცემა, თუმცა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ძალიან მომწონს - ის ხელს უწყობს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, ცოდნის კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით... ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე და მისთვის შესაბამისი ცოდნის მიღებაზე... ჩემს სკოლაში, პედაგოგები ცდილობენ, სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას და გამოყენებას...

- თანამედროვე მიდგომები ტექნოლოგიების გამოყენებასაც გულისხმობს... აქტიურად იყენებთ სწავლებისას?

- პანდემიის პერიოდში მოვედი სკოლაში, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ... ტექნიკა მწყობრიდან იყო გამოსული და ჩემი პირველი ნაბიჯი სწორედ ამ პრობლემის მოგვარება გახლდათ: გავმართე კომპიუტერული ლაბორატორია... ეს ჩავთვალე პრიორიტეტად, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან ბევრ მათგანს სახლშიც არ აქვს კომპიუტერებთან წვდომა, შესაბამისად ერთადერთი ადგილი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის სკოლა იყო. პედაგოგებიც რა თქმა უნდა, აქტიურად ცდილობენ სწავლებისას ტექნოლოგიების გამოყენებას.

- მასწავლებლები ამ მიმართულებით გადამზადებას საჭიროებენ, ქალბატონო თეა?

- რა თქმა უნდა, სჭირდებათ ამ საკითხში ცოდნის გაღრმავება, თუმცა პანდემიამ დიდი გამოცდილება მოგვცა, წარმატებით დავნერგეთ ელექტრონული ჟურნალიც და ეს ჩვენმა პედაგოგებმა ისე მოახერხეს, რომ მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას არ ჩამორჩნენ... დიახ, შევძელით მიგვეცა საფუძვლიანი განათლება!

- ზოგადად, როგორი ურთიერთობებია პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის?

- მე ვარ იმ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სადაც მრავალი წელია ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, თან წარმოიდგინეთ, ამავე სკოლაში ვსწავლობდი... გამომდინარე აქედან, ჩვენს შორის ძალიან თბილი დამოკიდებულებაა, ასევე ყველა მოსწავლესთან მაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია... ვცდილობ, გავიგო ბავშვების შესაძლებლობები, საჭიროებები და სწორედ ამის შესაბამისი აქტივობები თუ გაკვეთილები დავგეგმო.

- რთულია საკუთარი მასწავლებლების ხელმძღვანელობა, ქალბატონო თეა? 

- დირექტორობის სურვილი იმიტომ გამოვთქვი, რომ მსურდა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის მეტი შესაძლებლობის შეთავაზება... მინდოდა, გამეკეთებინა მათთვის, რაღაც ფასეული და მნიშვნელოვანი... მით უმეტეს, რომ თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობდი და ვიცოდი მათი საჭიროებები.

- რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

- მთავარი მიზანი, სასკოლო საზოგადოების განვითარებაა... ეს ძალიან რთული პროცესია და ვიმედოვნებ, რომ თანდათანობით და საერთო ძალებით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. მით უმეტეს, თამამად შემიძლია გითხართ, რომ საკმაოდ საფუძვლიანია სასკოლო განათლება!

- ამის მიუხედავად, ფაქტია - რეპეტიტორის ინსტიტუტი ძალიან აქტუალურია... რა განაპირობებს ამას?

- ვფიქრობ, ცრუ შეხედულებაა, თითქოს მე-12 კლასში აუცილებლად საჭიროა რეპეტიტორთან მომზადება გამოცდების ჩასაბარებლად - სასკოლო განათლება ამისთვის სავსებით საკმარისია... ჩვენ გვქონია შემთხვევა, თან საკმაოდ ხშირი, როცა მოსწავლეებს დამატებითი მომზადების გარეშე, წარმატებით ჩაუბარებიათ ეროვნული გამოცდები...

- მოსწავლის წარმატებისთვის სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა აუცილებელია?

- მე მაქსიმალურად ვცდილობ, უზრუნველვყო მათი აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში... დავგეგმო სხვადასხვა პროექტი და აქტივობა, სადაც თავადაც მიიღებენ მონაწილეობას და უკეთ გაეცნობიან სასწავლო პროცესსა და შვილების საქმიანობას. იცით, მოსწავლეებისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა!

- თქვენი აზრით რა მნიშვნელოვან უნარებს უნდა ფლობდეს სკოლის დირექტორი?

- აუცილებლად სამართლიანი უნდა იყოს, შეეძლოს სხვების მოსმენა, კონფლიქტების დარეგულირება და რაც მთავარია, სკოლის ხელმძღვანელი უნდა იყოს გულწრფელი! ბავშვებთან მხოლოდ ასეთი ურთიერთობები უნდა გვქონდეს უფროსებს - უნდა გვიყვარდეს... უნდა გვიყვარდეთ! - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბავშვი თუ გიყვარს, მასთან ყველანაირ კომუნიკაციას დაამყარებ.

- ქალბატონო თეა, არცთუ იშვიათია კონფლიქტური სიტუაციები სკოლებში...  როგორ ფიქრობთ, ამის გამოსწორებისთვის რაა არის საჭირო?

- კონფლიქტური სიტუაციები ჩემს სკოლაში რეალურად არ იკვეთება, რადგან, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ახლობლური გარემოა... მსგავს შემთხვევაში კი სიტუაციის დარეგულირება თავად პედაგოგსა და დირექტორს უნდა შეეძლოს: საკლასო გარემოში აქტივობები უნდა იყოს თანაბრად გადანაწილებული, ყველა მოსწავლე სამუშაო პროცესში მაქსიმალური მობილიზებით ჩაერთოს და როცა ყველა დაკავებული იქნება, კონფლიქტისთვის დრო აღარავის დარჩება. დიფერენცირებული მიდგომებია საჭირო თითოეულ მოსწავლესთან.

ასევე მნიშნელოვანია, იყოს, ჯანსაღი კონკურენცია - მოსწავლეებს უმაღლდებათ მოტივაცია და მეტად ცდილობენ განვითარებას, თუმცა აქაც ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო - გადაჭარბებული კონკურენცია წარმოქმნის კონფლიქტს; ამიტომაა მნიშნელოვანი მასწავლებლის როლი და დადებითი განწყობა სკოლაში - მერწმუნეთ, სადაც დადებითი განწყობაა, იქ შედეგიც აუცილებლად დაიდება...

კომენტარები


ეტალონი

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

სიახლეები

 საჯარო სკოლის მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურების ახალი წესი დამტკიცდა

„არასაკმარისია სპეცმასწავლებლების რაოდენობა, არათანაბარია ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ანაზღაურება“

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები დამტკიცდა - საბოლოო დოკუმენტი

„ისევე ვიმუშავებთ ბაღის აღმზრდელთა ხელფასების გასაზრდელად, როგორც ეს მასწავლებლების შემთხვევაში“ - მინისტრი


პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები

„ნატო მასწავლებელს კვლავ მრავალი თაობის აღზრდას ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში


სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი, სამახსოვრო ფურცელი ჩაიწერა

მოსწავლეებმა ამჯერადაც მიაღწიეს წარმატებას ერთ-ერთ კონკურსში და დიპლომები დაიმსახურეს

საინტერესო
ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამხმარე როლს შეასრულებს თუ პედაგოგების ადგილს დაიკავებს - ესაა საკითხი, რომლის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

მათ შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ და მსოფლიოში უძველეს 8 სკოლაზე გიამბობთ

სიახლეები
საზოგადოება