სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგების ნაწილი პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ 
13-03-2023
-
+


არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლთა კარიერული წინსვლის პირობები განისაზღვრა. 

სიახლის მიხედვით,  არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

2026 წლამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ  გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვა მინიმალური ქულა), მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

არაქართულენოვან სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ ასწავლის ეთნიკური უმცირესობის ენებს (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს), აღნიშნული ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მოცემული განცხადების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა - პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოთი შეფასდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება