სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგთა მხარდაჭერა ჩვენი მიზიანია“ - საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი მომავალ მასწავლებელს წარმატებას ულოცავს
28-02-2023
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე, ნიჭეირ ახალგაზრდებს უწყობს ხელს და მათ ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამეღლებელ არაერთ კურსსა და ტრენინგს სთავაზობს. 

როგორც საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლია ბუკია აღნიშნავს, პედაგოგთა ხელშეწყობა და მხარდაჭერა მათი მიზანია. 

მისი თქმით, ტრენინგ-კურსები ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის. ინსტიტუტი ნიჭიერ ახალგაზრდას, მომავალ პედაგოგს, ოქროსმედალოსან ლარა კუკავას გვაცნობს, რომელიც აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გვყავდეს პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული მასწავლებლები. 

„ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომეტი, როდესაც უწევს ფიქრი, თუ რა პროფესიას აირჩევს. პროფესიის განსაზღვრა მეტად საპასუხისმგებლოა და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისათვის. ყოველთვის, როცა მეკითხებოდნენ მომავალში რა პროფესია უნდა ამერჩია, ვპასუხობდი, რომ მსურდა მასწავლებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არასდროს შემცვლია.

ვფიქრობ, ეს ძალიან რთული პროფესიაა, რადგან არ გულისხმობს მხოლოდ თეორიული ინფორმაციის მიწოდებას მოსწავლეებისთვის და ზოგადად გაკვეთილის ჩატარებას, მთავარია მოსწავლეები გრძნობდნენ დიდ სიყვარულს პედაგოგისგან და სწორედ კარგმა მასწავლებელმა უნდა დააყენოს ისინი სწორ გზაზე თავისი პროფესიონალიზმითა და სამართლიანობით. რადგან ამ თვისებას ყოველთვის განსაკუთრებულად ვაფასებდი პედაგოგებში, ჩემი სურვილი იყო ვყოფილიყავი სამართლიანი მასწავლებელი. ცხადია, ყველა პედაგოგი უზომოდ შეყვარებული უნდა იყოს თავის პროფესიაზე - სწორედ ეს არის ყველაფრის საწყისი.

ამ პროფესიისადმი ჩემი დიდი სიყვარული სკოლაში შესვლისთანავე - პირველი კლასიდან იწყება. გაკვეთილის მსვლელობისას, როდესაც ვხედავდი ჩემი მასწავლებლების ჩატარებულ გაკვეთილებს, მსურდა, რომ ერთ დღეს მეც მასწავლებელი გავმხდარიყავი. გარდა ამისა, დედამაც აირჩია ეს პროფესია და მისგან ყოველთვის მესმოდა თუ რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი.

ზოგადად, ყველაფრის და ჩემი წარმატებების საწყისიც სკოლაა და ამიტომ მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის. მათგან მართლაც ბევრი რამ ვისწავლე და ვამაყობ, რომ დავამთავრე ხეთის საჯარო სკოლა.

დღეს უკვე სწავლას ვაგრძელებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ როგორი საუკეთესო გარემოა ჩემს უნივერსიტეტში. ეს კიდევ უფრო მეტი ინტერესისა და მოტივაციის მომცემია ჩემთვის, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და თითოეულ ლექტორს, რომლებიც სტუდენტების წინსვლისა და წარმატებისთვის დაუღალავად შრომობენ.

და ბოლოს, ვიტყოდი, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და მოაქვს შესაბამისი შედეგი. მთავარია, დაისახო მიზანი და ყველაფერი გააკეთო მისი განხორციელებისთვის. ჩემთვის, როგორც მომავალი პედაგოგისთვის, უბედნიერესი იქნება ის დღე, როდესაც გავხდები მასწავლებელი, შევაბიჯებ სკოლაში, დავინახავ ბავშვების მოციმციმე თვალებს და ყველანაირად დავეხმარები მათ წარმატებული მომავლის შექმნაში.

თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტები დიდ მოთხოვნებს უყენებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეჭვგარეშეა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების ცოდნის ხარისხი, შესაძლებლობა გახდნენ კომპეტენტური სპეციალისტები მომავალში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მასწავლებლები“,- აღნიშნავს მომავალი პედაგოგი. 

სტუდენტი ახლახან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კუთვნილი ოქროს მედლით დააჯილდოვა. 

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია ულოცავს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლას, სტუდენტის ოჯახს, პედაგოგებს და თავად მედალოსან ლარა კუკავას ცოდნის გზაზე წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

სარეკლამო მასალა® 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 9 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

ანაზღაურება 2880 ლარია - ახალი კადრების მისაღებად ვაკანსია მანდატურის სამსახურმა გამოაცხადა

სასწავლო გეგმა, ინტერვენციების დაგეგმვა... - პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება