სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

2 წლის გოგონას შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მცირეწლოვანის მამა დააკავეს - დეტალები
24-02-2023
-
+


კახეთში, ორი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მცირეწლოვანის მამა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

სავარაუდო ფიზიკური ძალადობი მსხვერპლი 2 წლის ბავშვია, რომელიც გურჯაანიდან თბილისში 23 თებერვალს, გვიან ღამით „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადმოიყვანეს. ექიმის განცხადებით მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში ყავდათ. მას კანის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

„მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩაუტარდა რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ანემია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევებით, მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. ჩართულია შესაბამისი კონსულტანტები და პაციენტზე გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი, მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო.

გარეგანად აღენიშნება კანის მრავლობით დაზიანებები, რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული,“ - აცხადებს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი, ანა კოჩაძე.

ორი წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება