| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის გათვალისწინებით, სკოლაში არსებობს ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები - „ლეგენდა“.
მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისა და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტი „გავაძლიეროთ სამღერეთის ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები“, განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ნაკრების ყველა წევრისთვის ფორმები და სპორტულუბი შეიკერა. ასევე მათ სათამაშო ბუცები შეისყიდეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გუნდს საჭირო აღჭურვილობა თეთრიწყაროს რესურსცენტრის უფროსმა - ზურაბ აზარიაშვილმა, თეთრიწყაროს მერმა - გიორგი წიკლაურმა, კულტურისა და სპორტის უფროსმა დავით ყაზახაშვილმა და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ზრუნავს და ცდილობს გოგონების მხარდაჭერას, რათა გუნდმა სხვადასხვა ტურნირში საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად