| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

14 თებერვალს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვალენტინობა აღინიშნება. მას სხვანაირად სიყვარულის დღესაც უწოდებენ. ამ დღეს, როგორც წესი, შეყვარებული ადამიანები ერთად ატარებენ, საჩუქრებს ჩუქნიან და ულოცავენ.
ვალენტინობას მოსწავლეებიც აღნიშნავენ. საზღვარგარეთ, სკოლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. ზოგი უფრო დატვირთულია, ზოგიც საკლასო სივრცეს არ სცდება.
გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორ აღნიშნავენ სკოლის მოსწავლეები სიყვარულის დღეს.
აქტივობები თუ ღონისძიებები უმეტესწილად მასწავლებლების ხელმძღვანელობით იმართება. შესაძლოა, მოსწავლეებმა ფლეშმობი, სხვადასხვა კონკურსი ან კვირეული გამართონ.
სკოლაში ვალენტინობის დღის კარაოკეც კი ეწყობა. პედაგოგი სიყვარულზე შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის სიმღერას არჩევს, შემდეგ მათ მოსწავლეები ინდივიდუალურად ან გუნდურად ასრულებენ. ეს აქტივობა ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა. მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი სიმღერების შერჩევაშიც მონაწილეობენ. ხშირად კარაოკეს მასწავლებლებიც აჰყვებიან ხოლმე.
მოსწავლეები ამ დღეს ბარათებს, მისალოც წერილებსა და ნახატებს უძღვნიან. ისინი ბარათებს გულებითა და წითელი საღებავით აფორმებენ. შემდეგ კი თავიანთი ემოციების შესახებ წერენ. მოსწავლეები ნახატებისა და ტექსტის საშუალებით გამოხატავენ, თუ როგორ ესმით სიყვარული, რას ნიშნავს მათთვის და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ აისახება.
არის შემთხვევები, როდესაც მათ მასწავლებელი ლექსის დაწერას ავალებს. შემდეგ შეიძლება ეს ლექსები კლასში, სურვილისამებრ, წაიკითხონ.
გარდა ამისა, იმართება სხვადასხვა კონკურსი. მაგალითად, საკლასო ოთახი ვის უფრო კარგად ექნება მორთული. ასევე, მოსწავლეები თემატურ ნამუშევრებს - აპლიკაციებს შეჯიბრისთვის ამზადებენ.
დამრიგებლები მოსწავლეებს ავალებენ, რომ თითოეულ თანაკლასელზე დაწერონ ის, რის გამოც უყვართ. გარდა ვალენტინობის აღნიშვნისა, ასე კლასს ერთ გუნდად კრავენ.
მოსწავლეები თემატურ წიგნებს კითხულობენ, შემდეგ განიხილავენ და დისკუსიას აწყობენ. საუბრობენ იმ ლიტერატურულ გმირებზე, რომლებიც შეყვარებულები იყვნენ და მათ ნაბიჯებს აფასებენ. ასევე, მრავალფეროვან პოსტერებს ამზადებენ და რასაკვირველია, გულებით აფორმებენ.
აღსანიშნავია, რომ სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული პირველად ინგლისში 1835 წელს აღინიშნა, 1847 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა მოსალოცი ბარათები რომანტიკური შინაარსის წარწერით, რომელზეც ანგელოზი, გული ან კუპიდონი იყო გამოსახული.
წმინდა ვალენტინის დღე მესამე საუკუნის მოწამეს, წმინდა ვალენტინს უკავშირდება. იგი რომის იმპერიაში ადრეულ ქრისტიანებს ჯვარს წერდა, 270 წლის 14 თებერვალს კი მას თავი მოკვეთეს. არსებობს ლეგენდა, რომ საპყრობილეში ყოფნისას წმინდა ვალენტინმა უსინათლო გოგოს მხედველობა დაუბრუნა, მოგვიანებით კი მას წერილი გაუგზავნა წარწერით „შენი ვალენტინი“.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა