სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
09-02-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისა და განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობები ხორციელდება. პედაგოგები მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს არ ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე. ამ დღესთან დაკავშირებით ბავშვები ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, სადაც მათ საყვარელი ნაწარმოებებიდან ამონარიდები და ციტატები წაიკითხეს.

ასევე, ისინი უცნობი ნაწარმოებებიდან, ტექსტებიდან ნაწყვეტებს გაეცნენ და მათში გამოთქმული აზრები გააანალიზეს. მოსწავლეებმა წიგნისა და ზოგადად კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები ერთმანეთისთვის მომზადებულ და დასმულ შეკითხვებს დიდი მონდომებით პასუხობდნენ.

„მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსწაზრებები და შეხედულებები იმის შესახებ, თუ რატომ არის უპირატესი წიგნის კითხვა, რას აძლევს იგი ადამიანს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ბოლოს კი ბავშვებმა ბუკლეტები მოამზადეს, რომელთა მეშვეობითაც ერთმანეთს წიგნის კითხვის შესახებ თავიანთი მოწოდებები გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება