სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

28 აპრილს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობა აბიტურიენტებს უფასოდ შეეძლებათ
23-04-2018
-
+


28 აპრილს ზოგადი უნარების გამოცდის მორიგი იმიტაცია გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასში მონაწილეობა შეეძლებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც თებერვლისა და მარტის თვეებში ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.eu.edu.ge  23 აპრილის 16:00 საათიდან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპრილის თვეში რეგისტრაციის გავლა 500 აპლიკანტს შეეძლება. ადგილების შევსების შემდეგ სისტემა ავტომატურად დაიხურება.

ტესტირება 28 აპრილს ორ სესიად ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, გურამიშვილის გამზირი N76 (ევროპის უნივერსიტეტის შენობაში). სესიას (გამოცდის დროს) აპლიკანტი რეგისტრაციისას  ირჩევს.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისთვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ტესტირების მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს შედეგი ტესტირების დასრულებისთანავე ეცნობებათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება