სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

17 მარტს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობა მე-12 კლასელებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ
12-03-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 მარტს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია გაიმართება და მე-12 კლასელებს მასში მონაწილეობა სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.sdasu.edu.ge 12 მარტის 16:00 საათიდან 16 მარტის 18:00 საათამდე. მარტის თვეში დარეგისტრირება 500 აპლიკანტს შეეძლება. ადგილების შევსების შემდეგ სისტემა ავტომატურად დაიხურება.

„ამ პროექტით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. მონაწილეებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე,“ - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისთვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ტესტირება ჩატარდება 17 მარტს, ორ სესიად, ქ. თბილისში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის N25. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის შენობაში. სესიას (გამოცდის დროს) აპლიკანტი რეგისტრაციისას ირჩევს.

17 მარტის ტესტირებისთვის რეგისტრაციას ვერ გაივლიან ის მოსწავლეები, რომლებიც თებერვლის თვეში ჩატარებული ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდისათვის დარეგისტრირდნენ, თუმცა მომდევნო თვეებში მათ ასეთი შესაძლებლობა კვლავ ექნებათ. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ტესტირებები პერიოდულად გაიმართება უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით და მათი ხელმეორედ გავლისას (მაგ.: აპრილის თვეში) მონაწილე მიიღებს ტესტის სრულიად ახალ ვერსიას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება