| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება და სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი გახადოს.
„კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად არის შემცირებული.ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არც ერთი დოზა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ჩქარობს, პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს. აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა“!
რაც შეეხება საქართველოს, კულუმბეგოვნა აღნიშნა, რომ ჯანმო-ს ევროპის ბიუროს სტატისტიკის თანახმად, თუ დეკემბერში კორონავირუსის 2569 შემთხვევა იყო აღრიცხული, იანვარში ეს მაჩვენებელი 4670-ს შეადგენდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად