სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N60 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა
02-02-2023
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, მათი ინტელექტის განვითარებასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას. სწორედ ამიტომ, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი არაერთმა კლასმა შეიტანა. ღონისძიებები მრავალეროვნებით გამოირჩეოდა

1-ლი და 1-ლი კლასის ( მ. ტუღუში, ქ. შარაშიძე) მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს წიგნის საჯაროდ კითხვაში. შეხვედრაზე წაიკითხეს  ედ. ყიფიანის მოთხრობა - „ძილისგუდა“. ბოლოს მოაწყვეს განხილვა, ისაუბრეს მოთხრობაზე და დაახასიათეს პერსონაჟი.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასში ლიტერატურული ვიქტორინა ჩატარდა, რომელსაც კლასის ხელმძღვანელი ნათია კორკოტაშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშვნას შეუერთდა ასევე, მე-2 კლასის პედაგოგი მარიამ მიგრიაული, რომელმაც მოსწავლეებს ედიშერ ყიფიანის - „ბურთი, რომელმაც პატრონი დაკარგა“, წაუკითხა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს წაკითხული და ბოლოს შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.

მე-2 კლასმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნა. კლასის დამრიგებელმა - თიკო აბაშიძემ მოსწავლეებს ხმამაღლა წაუკითხა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ მასწავლებელს, ბოლოს შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუდნენ საკლასო ოთახში.

არც  მე-3 კლასელები გამოაკლდნენ წიგნიერების დღესასწაულს, მათ პედაგოგმა მზია ხუსკივაძემ წაუკითხა ოსკარ უაილდის მოთხრობა - „ვარსკვლავბიჭუნა“. მოსწავლეები ინტერესით ისმენდნენ ნაწარმოებს და ბოლოს გამართეს მსჯელობა მოთხრობის ირგვლივ.

მე-4 კლასის მასწავლებელმა - თინათინ ქურციკიძემ ბავშვებს წააკითხა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა - „ხარისა და გუთნისდედის მადლითა“,  შემდეგ კი, მოეწყო ნაწარმოების განხილვა, მოსწავლეებმა იმსჯელეს ხარისა და ადამიანის ურთიერთობებზე და მათ დამოკიდებულებებზე.

1-ლი კლასის მოსწავლეებიც საინტერესო აქტივობით შეუერთდა აღნიშვნას, მათ წაიკითხეს - „იხვი ილო“, ერთობლივი კითხვის შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ წიგნის და ტექსტის მახასიათებლებს.

ასევე აღსანიშნავია, III კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქ. ნაოჭაშვილი), რომლებმაც საინტერესო  შეხვედრა გამართეს. ბავშვებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „გუგა და ბუბას“  და მოაწყვეს დისკუსია. ღონისძიებამ ბავშვებში დიდი ინტერესი და სხვადასხვა ემოცია გამოიწვია.

1 კლასმა ეს დღე სკოლის ბიბლიოთეკაში აღინიშნა, კლასის დამრიგებელ თაკო ღამბარაშვილის ხელმძღვანელობით. ისინი ერთად შეხვდენენ საბავშვო მწერალ ნათია აბულაძეს. მწერალმა ბავშვებს წაუკითხა „ამაყი იის ამბავი“, რომელსაც ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ. შესრულდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ბოლოს კი, მწერალმა ბავშვებს გადასცა თავისი ავტორობით მოთხრობებისა და იგავების წიგნი. მოსწვლეები შთაბეჭდილებებით დაბრუდნენ საკლასო ოთახში.

IIკლასში კი, მოეწყო დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების გაცნობა.

სკოლის ადმინსტრაცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო აქტივობების ჩატარებისთვის მადლობას უხდის და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება