სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველი, რაც პროფესიამ შემძინა არის ენთუზიაზმი და პოზიტიური აზროვნება“- ჯუნა ცხოვრებაძე, ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი
27-01-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლას მიზანდასახული, პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული ხელმძღვანელი ჰყავს. ჯუნა ცხოვრებაძის თქმით, ადამიანი ყოველთვის ახლის ძიებაში უნდა იყოს, მუდამ რაღაც შეიმეცნოს და განვითარდეს. როგორ თავად აღნიშნავს, ბავშვები უზომოდ უყვარს, პროფესიამ კი ენთუზიაზმი, პოზიტიური აზროვნება, მიზნისთვის ბრძოლა შესძინა.

 გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს ბებნისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელთან.

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულ, პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანად. ზოგადად, მთელი ჩვენი ცხოვრებაც ხომ კომუნიკაციაა? თუ გამოგვდის კომუნიკაცია, შესაბამისად გამოგვდის ცხოვრებაც და პირიქით. ვთვლი, რომ სწორად შერჩეული კომუნიკაცია გვეხმარება ჩვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- პლასტიკური ქირურგი, (ჩემი ბავშვობის ოცნებაა) არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, სამოქალაქო აქტივისტი ... ზოგადად, მიყვარს მრავალფეროვნება, მათ შორის პროფესიაშიც. ვთვლი, რომ ადამიანი სულ
რაღაც ახლის ძიებაში უნდა იყოს. მუდმივად რაღაც უნდა შეიმეცნოს, განვითარდეს, სხვაგვარად მოსაწყენია ცხოვრება.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- პროფესიით პედაგოგი ვარ, შესაბამისად პირველი, რაც პროფესიამ შემძინა არის ენთუზიაზმი და პოზიტიური აზროვნება (არ სჭირდებათ ბავშვებს არა პოზიტიური მასწავლებლები), მიზანდასახულობა, ბრძოლა მიზნის მისაღწევად, მუდმივი სწავლა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ეს ერთ-ერთი ძლიერი უნარია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოიმუშაოს. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მით მეტად გვიყვარს საკუთარი თავი. მეტად ვძლიერდებით და მეტად ვიზრდებით, როგორც პროფესიონალი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
არაჩვეულებრივი კოლეგა დირექტორები მყავს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა გამორჩეულად კარგი და თავისი საქმის პროფესიონალია. (ჩემი დიდი პატივისცემა მათ) კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- ზოგადად, ყველა გამოცდილება რაღაცას გვასწავლის, ნაწილობრივ გვცვლის კიდეც, ახალ ხედვას გვიყალიბებს არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში. ისეთ გამოცდილებას, რომელიც ძირეულად შემცვლიდა ვერ ვიხსენებ, თუმცა პატარ-პატარა დაბრკოლებების არსებობამ გამოიწვია ის, რომ გავხდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“ ვფიქრობ, ეს კითხვა ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, ყოველდღე, ძილის წინ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება