სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ვიცი - მინდა ვიცოდე - გავიგე“ - როგორ უნდა გამოიყენოთ სტრატეგია ეფექტურად?
26-01-2023
-
+


„ვიცი - მინდა ვიცოდე - გავიგე“ - ესაა სწავლების მეთოდი, რომელიც ყურადღების კონცეტრირებას უწყობს ხელს, ასევე ააქტიურებს მოსწავლის წინარე ცოდნას და მასალის გააზრებას უწყობს ხელს.

სტრატეგიის უპირატესობა ისაა, რომ ის ეხმარება მოსწავლეს გაიაზროს, რა არის მნიშვნელოვანი შესასწავლ მასალაში, ასევე მიუთითებს, რა იცოდა და რა ისწავლა ამ მასალის დამუშავებით.

როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სტრატეგია „ვიცი - მინდა ვიცოდე - გავიგე“?

მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სამსვეტიან ცხრილს, სადაც პირველ სვეტში წერია „ვიცი“, მეორეში - „მინდა ვიცოდე“, მესამეში კი - „გავიგე“. შესაძლებელია ამგვარი ცხრილი პედაგოგმა მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც დაურიგოს. შემდეგ პედაგოგი ავალებს თითოეულ მოსწავლეს, რომ ტექსტის წაკითხვამდე, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შეავსოს პირველი და მეორე გრაფა, ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი - მესამე.

კითხვები, რომლებსაც სტრატეგიის გამოყენებისას ვსვამთ, შემდეგია:

  • რა იცით მოცემული თემის შესახებ?  (ნააზრევები იწერება პირველ სვეტში);
  • რა გვაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით? (პასუხები იწერება მეორე სვეტში).

ტექსტის კითხვის დასრულების შემდეგ კი ვეკითხებით მოსწავლეებს:

  • რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ პირველ სვეტში დაწერილი ინფორმაცია წაკითხულ ტექსტს?
  • რამდენად დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი ტექსტის წაკითხვის შემდეგ?
  • იყო თუ არა ამომწურავი ინფორმაცია?
  • გაიგეთ თუ არა ის, რისი გაგებაც გსურდათ?

პირველი და მეორე სვეტის ინფორმაციის განხილვის შემდეგ შესაძლოა, გაიმართოს დისკუსია :

  • რა ვისწავლეთ?
  • რამ მოახდინა შთაბეჭდილება?
  • რა გავიგე პირველად? (პასუხები იწერება მესამე სვეტში).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება