სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სწავლების სტრატეგიები, რომლითაც სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას გაზრდით - 10 გამოცდილი ხერხი
23-01-2023
-
+


ხშირია, როდესაც გაკვეთილზე მოსწავლეს ყურადღება ეფანტება და მასწავლებელს არ უსმენს. ბოლო ათწლეულები პედაგოგები იგონებდნენ სწავლების ახალ მეთოდებს, რომლებიც მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებასა და მოტივაციაში დაეხმარებოდათ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ნაკლებეფექტური აღმოჩნდა. 

უცხოელი საგანმანათლებლო ექსპერტები საინტერესო ხერხებს გვიზიარებენ, რომლებიც დაგეხმარებათ გაკვეთილი აქციოთ მეტად წარმტაცი, მოსწავლეთა ყურადღება კი მთელი გაკვეთილის მანძილზე შინარჩუნოთ. 

სასწავლო პროცესში ცოტაოდენი იდუმალება ჩართეთ

სწავლა, შესასძლოა, მოსწავლეებისთვის იყოს მეტად თავშესაქცევი, როდესაც არ იციან რა ელოდებათ, ამიტომ ექსპერტების რჩევაა სასწავლო პროცესში ცოტაოდენი იდუმალების შეტანა. 

თემის შესწავლისას, გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს მინიშნება მიეცით. შედეგად, ამოუცნობის ამოხსნის მიზნით, მასალის მოსმენით მეტად დაინტერესდებიან. 

არ გაიმეოროთ სახელმძღვანელოს მასალა

კლასში გაკვეთილის ახსნისას შეეცადეთ სიტყვასიტყვით არ გაიმეოროთ სახელმძღვანელოში მოცემული მასალა. უკეთესია, თუ მოსწავლეებს მის განსხვავებულ ვერსიას შესთავაზებთ და მასალას ახლებურად მიაწოდებთ.

განვლილი მასალის გამეორების დროს კი შესაძლებელია, მაგალითად, მეთოდის - „3-2-1“ გამოყენება, რომელიც იძლევა, ძირითადი იდეების დამახსოვრების, და არა მასალის ზედმიწევნით გამეორების საშუალებას. 

მეთოდის არსი კი მდგომარეობს შემდგომში - მოსწავლეები რვეულში ხატავენ პირამიდას და შიგნით წერენ სამ ახალ ფაქტს, რომელებიც გაიგეს, გამოყოფენ ორ ფაქტს, რომლებიც მათთვის საინტერესო იყო და ერთ კითხვას, რომელიც თემის შესწავლის შემდეგ დარჩათ.

მოიფიქრეთ საგანმანათლებლო თამაშები 

თამაში ყველას უყვარს, ამიტომ საგანმანათლებლო თამაში კარგი ხერხია გაკვეთილი გაახალისოთ. მაგალითად, გრამატიკის შესწავლისას, თამაშის სახით, მოსწავლეებს შესთავაზეთ მართლწერის კონკურსი - ერთგვარი შეჯიბრი, რომლის მოთამაშეებიც შეცდომის დაშვების შემთხვევაში თამაშს დატოვებენ. ასეთი თამაშები სასწავლო პროცესს გაახალისებს და ბავშვებს ბევრ დადებით ემოციას მოუტანს.

მიეცით მოსწავლეებს არჩევანის საშუალება

სწავლების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა მოსწავლეებისთვის არჩევანის მიცემა. ამას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია, რადგან არჩევანი ყოველთვის აღძრავს ინტერესს და ავითარებს დამოუკიდებლობას. ამიტომ, როდესაც მოსწავლე ასრულებს დავალებას, მიეცით რამდენიმე და შესთავაზეთ აირჩიოს სასურველი.

გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები 

ტექნოლოგიები ასევე დაგეხმარებათ გაკვეთილი აქციოთ საინტერესოდ. ბავშვებს ძალიან უყვართ ელექტრონული მოწყობილობები, ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად ჩართოთ ისინი სწავლებაში. 

ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ წაიკითხოთ ლექცია კლასის წინაშე, გამოიყენეთ პრეზენტაციები და ინტერაქტიული დაფები. მიმართეთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს და დაინახავთ, როგორ გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი თქვენი საგნის მიმართ.  

მოდუნდით და სწავლებას მარტივად მიუდექით

სწავლება - მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ შეეცადეთ მოდუნდეთ და აღიაროთ, რომ სწავლის გარდა თქვენს მოსწავლეებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვა ინტერესები. გარდა ამისა, ხანდახან, სასწავლო პროცესში, შესაძლებელია იუმორის ჩართვა. შედეგად კი დაინახავთ რომ თქვენი მოსწავლეები გაკვეთილზე მეტ ინტერესს გამოიჩენენ.

აქციეთ გაკვეთილი ინტერაქტიულად 

თუ სასწავლო პროცესში მეტ პრაქტიკულ სამუშაოს ჩართავთ, მოსწავლეთა ჩართულობაც გაიზრდება. ასევე, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, მოზარდებს შესთავაზეთ ჯგუფური სამუშაო, სასწავლო პროექტები, რომლებშიც თითოეული მოსწავლე პასუხისმგებელი იქნება სამუშაოს საკუთარ ნაწილზე. 

შესასწავლი მასალა ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაუკავშირეთ

როდესაც რაიმე მასალას ხსნით, მოსწავლეებს მოუყევით თუ როგორ გამოიყენებენ ცხოვრებაში. ასე მოსწავლეები უკეთ გაიგებენ, რაში სჭირდებათ ამა თუ იმ საგნის შესწავლა. 

გამოიყენეთ „შებრუნებული კლასის“ მეთოდი

მეთოდი - „შებრუნებული კლასი“ მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეები ახალ მასალას სწავლობენ სახლში, კლასში კი მას განიხილავენ, კრიტიკულად აფასებენ. ასეთი სწავლების დროს მასწავლებელი მოსწავლეებს სახლში დამოუკიდებლად მეცადინეობისთვის მასალას აძლევს, გაკვეთილზე კი ამ მასალის პრაქტიკული გამყარება ხდება. „შებრუნებული კლასი“ მოსწავლეს საშუალებას აძლევს შესასწავლ თემაზე ზუსტად იმდენი დრო დახარჯოს, რამდენიც მის გასაგებად სჭირდება. ბევრი მასწავლებელი იყენებს აღნიშნულ სტრატეგიას და დადებითი შედეგებიც აქვს. 

იფიქრეთ არასტანდარტულად

დაგეგმეთ გაკვეთილები განსხვავებული ფორმატითა და სტილით. მაგალითად, შეგიძლიათ გაკვეთილზე მიიწვიოთ სტუმარი, წახვიდეთ მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე ან გაკვეთილი ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ჩაატაროთ. 

წყარო: ThoughtCo 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 

ოროჯალარის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 11 მოსწავლისთვის დაირეკა 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება