| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელის მეორე სემესტრი საინტერესოდ დაიწყო.
17 იანვარს, სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც მწერლისა და პედაგოგის - ოქრო ოქროიანის ხსოვნას მიეძღვნა.
სკოლაში, ტრადიციულად, მოეწყო პოეზიის დღე, რომელიც კონკურსის სახეს ატარებდა.
„ოქრო ოქროიანი იყო მწერალი და დიდი პედაგოგი. ზუსტად ოქროიანის სურვილის შედეგია ის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა შთამომავლობამ დააფინანსა სოფელში სკოლის მშენებლობა. ჩვენ გვახსოვს ეს დიდი და კეთილი საქმე, რომელიც მის სახელს უკავშირდება და ყოველწლიურად, მისდამი დიდი პატივისცემის გამოხატვის მიზნით, სკოლაში ღონისძიება იმართება, ეწყობა პოეზიის დღე. ღონისძიება კონკურსის სახეს ატარებს, ამიტომ მოსწავლეებს საჩუქრებიც გადაეცათ“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას ორგანიზება სკოლის მასწავლებელმა კარინე ფაშიკიანმა გაუწია, რომელსაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ